„ნეტფლიქსი“ საკუთარი მომხმარებლების თვითიზოლაციაში დარჩენის მიზნით, ქუჩაში ცნობილი სერიალების ბილბორდებზე სპოილერებს გამოფენს. ვიდეორგოლს Ads of Brands აქვეყნებს.
„თუ ვირუსი ვერ გაიძულებს, სახლში დარჩე, მაშინ ამას სპოილერები იზამს“ - ვკითხულობთ ვიდეომიმართვაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ ყველა ადამიანი სახლში დარჩეს რათა, ვირუსის გავრცელების პრევენცია მოხდეს.
საზოგადოების ნაწილი რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მაგრამ ნაწილი საფრთხის მიუხედავად მაინც გადაადგილდება ქუჩებზე.